ველევის საჯარო სკოლაში დასწრებითი ფორმატით სწავლა ნახატების გამოფენა-პრეზენტაციით დაიწყო
06-10-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებოდნენ.
სკოლაში დასწრებითი სწავლება სამოქალაქო განათლების მასწავლებელის თეონა მაცაბერიძის ხელმძღვანელობით დისტანციური სწავლებისას მომზადებული მშვიდობის კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენა-პრეზენტაციით დაიწყო.
მოსწავლეებმა პრეზენტაციის თემად აფხაზეთი აირჩიეს. მათ ამ თემის ირგვლივ ისაუბრეს და ის პირები გაიხსენეს, ვინც სამშობლოსთვის ბრძოლაში დაიღუპა.
აღნიშნულ ინფორმაციას სკოლა ავრცელებს.
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში სწავლის საკლასო ოთახებში განახლება სამოქალაქო განათლების მასწავლებელ თეონა მაცაბერიძის ხელმძღვანელობით დისტანციური სწავლებისას მომზადებული მშვიდობის კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენა პრეზენტაციით დაიწყო. დავით ნეფარიძემ, ლიზი და ნიკოლოზ გოგსაძეებმა თავიანთი ნამუშევრები აფხაზეთის თემას მიუძღვნეს. მათ ისაუბრეს , თუ რატომ დაინტერესდნენ ამ თემით. სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ეკატერინე ჭიჭინაძემ ისაუბრა იმ გმირებზე, ვინც თავი შესწირა ამ მხარის დაცვას და სტენდზე აჩვენა მათი პორტრეტები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ჩვენი ნაცნობი სოფლებიდან დაღუპულ პიროვნებეს: დავით კირვალიძესა(ბეთლევი) და დავით კობახიძეს(ხოტევი) , აღინიშნა, რომ ისინი მარადიულ ჭაბუკებად დარჩნენ, გამოითქვა სურვილი მათი ბიოგრაფიის უფრო ღრმად შესწავლის. მშვიდობის კვირეულს მიეძღვნა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს