კოტიანეთის საჯარო სკოლაში მონატრებულ მოსწავლეებს საზეიმოდ დახვდნენ
06-10-2021

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლაში საკლასო ოთახებში დაბრუნებულ მოსწავლეებს საზეიმოდ დახვდნენ. 

მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში განსაკუთრებულად მოემზადნენ და სკოლის შენობა მორთეს.

სკოლის დირექტორმა მაია ადამიამ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს სწავლის დასწრებითი ფორმატით გაგრძელება თბილი სიტყვებით მიულოცა.  

„ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო მშობლებო, გილოცავთ სასწავლო წლის განახლებას სკოლის კედლებში, განსაკუთრებით პირველ კლასელებს გილოცავთ ცოდნის დღეს! ცუდი პერიოდი გვაქვს, მაგრამ ამ პანდემიის პირობებში გისურვებთ, რომ ეს წელი იყოს ნათელი, დატვირთული, ნაყოფიერი და წარმატებული, რათა თითოეულ მოსწავლეს გაუღვივდეს სწავლის დაუძლეველი სურვილი, რომ თითოეულს ყოველდღე ჰქონდეს მრავალი შესანიშნავი მომენტი, დაუვიწყარი ისტორიები და ბედნიერების ნათელი ფერები“

დაე, სკოლაში გატარებულმა დღეებმა ნათელი კვალი დატოვოს თქვენს გულებში.

დაე, აქ მიღებული ცოდნით შეიარაღებულებს ყველაზე ურთულეს მომენტებშიც კი ყველა დაბრკოლება ადვილად გადაგელახოთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ ცოდნის სამეფოს უმაღლესი მწვერვალის დაპყრობას“,- ნათქვამია დირექტორის მისალოც წერილში.

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203