
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს განსაკუთრებულად შეხვდნენ. სკოლის ადმინისტრაციამ COVID-19-ის საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, რათა ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სათანადოდ დაცული იყოს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორმა, თემურ დავითაძემ პირველკლასელებს საზეიმო ვითარებაში გადასცა ბუკები და ზურგჩანთები.
„2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას საკლასო ოთახებში ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები შეხვდნენ საზეიმოდ; სკოლის დირექტორმა პირველ კლასელებს საქართველოს განათლების სამინისტროსგან ბუკები და ასევე კომპანია „ნოვასგან“ გადმოცემული ზურგჩანთები გადასცა. ზეიმზე მასწავლებლებმა და მშობლებმა პირველკლასელებსა და სკოლის ყველა მოსწავლეს უსურვეს ღირსეულ ადამიანებად აღზრდა და მომავალ სასწავლო წელს პანდემიის გარეშე შეხვედრა“, - წერია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები: