ემოციების ზღვა, ერთმანეთის ნახვის ბედნიერება და დღესასწაული პირველკლასელებისთვის - ლენჯერის N1 სკოლაში დასწრებითი სწავლება განახლდა
05-10-2021
სასწავლო წელი მესტიის მუნიციპალიტეტის, ლენჯერის საჯარო სკოლაში დასწრებითად განახლდა. ეს იყო ემოციების ზღვა და ერთმანეთის ხილვით გამოწვეული სიხარული, რომელიც ვერც პანდემიურმა რეალობამ დაჩრდილა და ვერც იმან, რომ ამჯერად, მეტად გამკაცრებული პროტოკოლის ფონზე მოუწევთ სკოლებს ფუნქციონირება.
განსაკუთრებით ემოციური იყო ეს დღე პირველკლასელებისთვის, რომლებისთვისაც „15 სექტემბერი“ 4 ოქტომბერს დადგა - მათ პირველად შეაბიჯეს ცოდნის ტაძარში, გაიცნეს პირველი მასწავლებელი და მალე ეზიარებიან მშობლიური ანბანის ჯადოსნურ სამყაროს.
ლენჯერის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ნამდვილი დღე-სასწაული მოეწყო, რომელმაც მშობელებსაც კი ბედნიერების ცრემლი მოჰგვარა.
„გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, ბედნიერებასა და ახალ-ახალ წარმატებებს გისურვებთ“ - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს