ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ თივის საჯარო სკოლის მოსწავლეები უკვე დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს და მეტი მონდომებით განაახლეს სწავლა. ეს გახლდათ ემოციებით დატვირთული ლამაზი დღე, რომელსაც თივის საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ დაუვიწყარი გახადა.
საქმე ის გახლავთ, რომ წარჩინებულ მოსწავლეებს პირველი და მეორე ხარისხის სიგელები გადასცეს, რაც ბუნებრივია, სწავლის მოტივაციაზე დადებითად აისახება და აქვე შეუძლებელია არ აღინიშნოს, თუ როგორ დახვდა სკოლა თავის მერცხლებს - პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შეაღეს მშობლიური სკოლის კარი, პირველად გადააბიჯეს საკლასო ოთახის ზღურბლს და უსაყვარლესი მასწავლებლის თანდასწრებით პირობა დადეს, რომ ძალიან კარგად ისწავლიან.
„ვულოცავთ პირველკლასელებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას! ყველა აღსაზრდელს ვუსურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას!“ - ნათქვამია თივის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: