
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში მოსწავლეებს განსაკუთრებულად დახვდნენ. სკოლის ადმინისტრაციამ COVID-19-ის საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, რათა ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სათანადოდ დაცული იყოს.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები მოსწავლეებს დიდი სიხარულით შეეგებნენ.
პირველმა მასწავლებელმა, მაია სანიკიძემ პირველკლასელებს საკლასო ოთახი განსაკუთრებულად გალამაზებული დაახვედრა; მოსწავლეებს პედაგოგისგან სამახსოვრო წარწერებიც დახვდათ.
„ზემოსურების საჯარო სკოლაში სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყო“, - წერია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები: