„სკოლის პირველი დღე განსაკუთრებულ მოგონებად რჩება“-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ პირველკლასელებს საზეიმოდ დახვდნენ
05-10-2021
ამერიკული საერთაშორისო სკოლა- კოლეჯი „პროგრესი“ პირველკლასელებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადა. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

სკოლა სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.

„ძალიან გვიხარია სკოლაში მოსწავლეების დაბრუნება! 
ასე მხიარულად დავიწყეთ საგაკვეთილო პროცესი ჩვენს პირველკლასელებთან ერთად. 
სკოლის პირველი დღე განსაკუთრებულ მოგონებად რჩება ყველა ადამიანის მეხსიერებაში. ვეცადეთ მათი დღეც სწორედ ასეთი ყოფილიყო - შთაბეჭდილებებით, სიხარულით, მოლოდინებით, პროგრესით სავსე. თუ როგორ გამოგვივიდა, ამას წლების შემდეგ გვეტყვიან ჩვენი ახალი თაობის პროგრესელები“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203