აფხაზეთის N15 საჯარო სკოლას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ესტუმრა
05-10-2021
აფხაზეთის N15 საჯარო სკოლას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია ესტუმრა.

იგი სკოლაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ცენტრალური გათბობის მოწყობა უკვე დასრულდა და სკოლასთან არსებული სპორტდარბაზის გარემონტება იგეგმება.

„ზუგდიდის რაიონი სოფელი ზედა ეწერი - აფხაზეთის №15 საჯარო სკოლა. აქ უკვე დასრულდა ცენტრალური გათბობის გაყვანა. დღის წესრიგშია ამ სკოლასთან არსებული საკმაოდ დიდი სპორტდარბაზის გარემონტება“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:
 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203