აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებს სწავლის დაწყება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მიულოცა
05-10-2021
ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია ესტუმრა.

მან სკოლის პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცა. 

მინისტრმა ასევე თქვა, რომ სკოლაში მიმდინარე სამუშაოები 1-ლი ნოემბრისთვის დასრულდება.

„ეკა ხოფერიამ აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის პირველკლასელებს სწავლის დაწყება მიულოცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია აფხაზეთის №3 საჯარო სკოლას ეწვია. მან პირველკლასელებს სწავლის დაწყება მიულოცა, წარმატებული სასწავლო წელი უსურვა და საბავშვო წიგნები და სასკოლო ნივთები გადასცა საჩუქრად.
ეკა ხოფერიამ შეხვედრისას ხაზი გაუსვა აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში მიმდინარე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც მისი თქმით, 1 ნოემბრისთვის დასრულდება. აქვე დააანონსა, რომ მუშაობენ პროექტზე, რომელიც ამ და აფხაზეთის ზოგიერთ სხვა საჯარო სკოლაში ფრანგული ენის კლუბის გახსნას გულისხმობს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203