„დერეფნებში კვლავ ისმის ჟრიამული“- ბათუმის ქართულ-ამერიკულმა სკოლა „პროგრესმა“ სწავლა დასწრებით ფორმატში, რეგულაციების დაცვით, განაახლა
05-10-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში სწავლა დასწრებით ფორმატში ყველა რეგულაციისა და რეკომედაციის გათვალისწინებით დაიწყო.
სკოლა სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დასწრებით ფორმატში განახლებას ულოცავს.
„ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ გილოცავთ მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის განახლებას სკოლის შენობაში. დღეიდან ისევ სავსეა სკოლის შენობა ბავშვების გაბრწყინებული სახეებით, დერეფნებში კვლავ ისმის ჟრიამული. დილიდან უხვად ნახავდით სიახლის შეცნობით მოწყურებულ მზერას. დღეს პირველკლასელებმა სწავლის დაწყება სკოლის შენობაში იზეიმეს. გვინდა მივულოცოთ პატარებს ცხოვრების აკადემიურ ეტაპზე გადასვლა და წარმატება ვუსურვოთ სწავლაში“,- წერის სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს