კაპრეშუმის საჯარო სკოლის მოსწავლე თათია მალაყმაძემ izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში დიპლომი დაიმსახურა
05-10-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით ასრულებენ. 

ამჯერად, მეოთხეკლასელმა თათია მალაყმაძემ izrune.ge-ს სექტემბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და დიპლომი დაიმსახურა. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203