თბილისის N2 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებულად შეხვდნენ
05-10-2021
თბილისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ.
სკოლა სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დასწრებით ფორმატში განახლებას ულოცავს და ყველას წარმატებას უსურვებს.
სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.
სკოლა სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. მათი კლასი მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.
„გილოცავთ სასწავლო პროცესის განახლებას დასწრებულ რეჟიმში. განსაკუთრებით გვინდა, გზა დავულოცოთ პირველკლასელებს, რომლებიც თავიანთი ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებენ და მოლოდინით არიან აღსავსენი. გისურვებთ წარმატებულ და ნოყოფიერ სასწავლო წელს“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს