ჟანივრის საჯარო სკოლაში ორ პირველკლასელს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს
05-10-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟანივრის საჯარო სკოლა მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადა.
სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა. სკოლაში ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით იცავენ.
სკოლას წელს 2 პირველკლასელი - გვანცა კილაძე და ქეთი კილაძე, ჰყავს.
„მოგვიფრინდა ორი მეცხალი გვანცა კილაძე და ქეთი კილაძე. გილოცავთ საკლასო ოთახებში დაბრუნებას. წარმატებული და ნაყოფიერი წელი გვქონოდეს ყველას“,- წერს სკოლა.
სკოლის პირველი დღის ამსახველ ვიდეოს თავად სკოლა ავრცელებს. პირველკლასელებმა მასწავლებლებს ყვავილები მიართვეს.