ტყემლოვანის საჯარო სკოლაში დასწრებითი სასწავლო პროცესი საზეიმო ვითარებაში განახლდა
05-10-2021
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებული მონდომებით მოემზადნენ. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა. სკოლაში ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით იცავენ.

მოსწავლეებმა სკოლაში სადღესასწაულო ლექსები წაიკითხეს. 

სკოლა სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. მათმა დამრიგებელმა მარინა ცუცქირიძემ კლასი მორთო და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნა.

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი 4 ოქტომბერს საზეიმო ვითარებაში განახლდა. მოსწავლეებმა წაიკითხეს სადღესასწაულო ლექსები. გამოვლინდა  გასული სასწავლო წლის კონკურსის „საუკეთესო კლასი“ გამარჯვებული მეხუთე კლასი. განსაკუთრებული გულთბილი დახვედრა მოეწყო პირველკლასელებისთვის მათმა დამრიგებელმა მარინა ცუცქირიძემ ლამაზად მორთული საკლასო ოთახი და მცირედი საჩუქარი დაახვედრა პატარებს“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203