ბათუმის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ
05-10-2021
ბათუმის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ. 

სკოლა სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დასწრებით ფორმატში განახლებას ულოცავს და ყველას წარმატებას უსურვებს.

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

სკოლა სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. მათი კლასი მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.

„ბათუმის მე-3 საჯარო სკოლა გილოცავთ სასწავლო პროცესის დაწყებას საკლასო ოთახებში! გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისთვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად ჩვენი სკოლის კარს შემოაღებენ, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...