„გილოცავთ საუკეთესო პროფესიის ადამიანებო“- ვანის N2 სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
05-10-2021
დღეს, 5 ოქტომბერს მასწავლებლები პროფესიულ დღეს ზეიმობენ. გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი მასწავლებლებს ამ დღეს ულოცავს.
„გილოცავთ საუკეთესო პროფესიის ადამიანებო... დაე, მზესავით გვათბობდეს ჩვენი პატარების სითბო და მათი თვალების ციმციმი გვინათებდეს დღეებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენი სკოლის ყველა პედაგოგს.... ვულოცავ ჩვენი რაიონის პედაგოგებს... პლანეტის პედაგოგებს გილოცავთ!“,- ნათქვამია დირექტორის მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ამ დღის მთავარი მიზანი მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდაა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იუნესკოს თანახმად, მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. თუმცა, მანამდე, 1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შემუშავებულ იქნა რეკომენდაცია „მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“ - ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა მასწავლებელთა შრომის პირობებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს