ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში პირველკლასელებს საზეიმოდ დახვდნენ
05-10-2021
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ.
სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.
სკოლა სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. მათი კლასი მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.
სკოლის დირექცია მოსწავლეებს წარმატებას უსურვებს.
„ნაესაკოვოს საჯარო სკოლის დირექცია პატარა აღსაზრდელებს ულოცავს პირველ ნაბიჯებს სკოლაში, უსურვებს წარმატებებს და აქტიურ მონაწილეობას სასკოლო ცხოვრებაში. სკოლამ ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები გადასცა პატარებს“,- წერს სკოლის დირექცია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს