ჩაქვის N2 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებულად დახვდნენ
05-10-2021
ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ.
სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.
სკოლა სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. სკოლაში პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.
დირექტორი ბადრი დავითაძე მათ წარმატებებს უსურვებს.
„ჩვენი სკოლის ახალი ნაკადი, წარმატებები და ბედნიერი მომავალი ჰქონოდეთ ამ ანგელოზებს, ცოდნის ტაძარში გატარებული წლები ნაყოფიერი ყოფილიყოს“,- წერს სკოლის დირექტორი ბადრი დავითაძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს