დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
05-10-2021
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლა პირველკლასელებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადა. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

სკოლა სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. მათი კლასი ბუშტებით მორთეს, ფოტოები კი დერეფანში გამოფინეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. 

მოსწავლეებს სკოლა წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.

„დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლამ დღეს უსაყვარლესი პირველკლასელები მიიღო“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203