ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, რეგულაციების დაცვით, განახლდა
05-10-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების მაქსიმალურ ზომებს იღებენ.
სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.
სკოლაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, სკამები და მერხები სპეციალური ხსნარებით დამუშავდა. შესაბამისად, სკოლა მზადაა, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში წარიმართოს.
„4 ოქტომბერს სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. სკოლაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. სკამები და მერხები სპეციალური ხსნარებით დამუშავდა. განიავდა და დასუფთავდა შენობის შიდა პერიმეტრი. მოწესრიგებული და დასუფთავებულია სკოლის ეზო. გაკვეთილები იწყება 09:30 წთ-ზე, სკოლის ტრანსპორტი მოემსახურება მოსწავლეებს ჩვეულ რეჟიმში. აუცილებელია ყველა მოსწავლემ (I-XII კლასის ჩათვლით) ატაროს პირბადე როგორც სამარშუტო ტრანსპორტში, ასევე სკოლის შენობაში. წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ ყველას“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს