ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის დირექტორი ლამარა კოხრეიძე სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას ულოცავს.
სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.
სკოლა განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. აღსანიშნავია, რომ ისინი სკოლისთვის პირველკლასელთა 98-ე თაობა არიან.
„ჩემო მოსწავლეებო, მშობლებო, კოლეგებო, გილოცავთ ყველას, საკლასო ოთახებში სწავლის განახლებას! განსაკუთრებით მინდა ეს სასწავლო წელი მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შემოაბიჯეს ცოდნის ტაძარში. ეს ჩვენი სკოლისთვის პირველკლასელთა 98-ე თაობაა.
ვუსურვებ ყველას, მშვიდობიან და წარმატებულ სასწავლო წელს და ჩვენს სკოლას კიდევ მრავალი ათეული თაობის აღზრდას“,- წერს დირექტორი ლამარა კოხრეიძე.
იხილეთ ფოტოები: