„გილოცავთ, სკოლის კედლებში დაბრუნებას“- ქუთაისის N37 სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, რეგულაციების დაცვით, განახლდა
05-10-2021

ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით საკლასო ოთახებში განახლდა.

მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სკოლის ადმინისტრაციამ ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა. 

მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში განსაკუთრებულად მოემზადნენ და საკლასო ოთახები საზეიმოდ მორთეს.

სკოლის დირექცია მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

„გილოცავთ ახალ სასწავლო წელს, სკოლის კედლებში დაბრუნებას. მშვიდობიან და წარმატებულ სასწავლო წელის გისურვებთ“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203