„პირველი დღე საკლასო ოთახში უჩვეულო და ემოციური იყო“ - თელავის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს საზეიმოდ დახვდნენ
05-10-2021
თელავის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს განსაკუთრებულად შეხვდნენ.
სკოლაში დაბრუნებულ ბავშვებს საკლასო ოთახები ლამაზად მორთული დახვდათ.
ადმინისტრაცია სასკოლო საზოგადოებას ულოცავს სწავლის დასწრებით ფორმატში განახლებას და მისალოც წერილს ავრცელებს:
„თელავის N5 საჯარო სკოლა დასწრებით სწავლის დაწყებას ულოცავს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს. პირველი დღე საკლასო ოთახში უჩვეულო და ემოციური იყო, როგორც ბავშვებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის. წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ“, - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს