ფურტიოს საჯარო სკოლაში მონატრებულ მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ
05-10-2021
ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლა მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადა.
სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.
სკოლა სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. სკოლაში პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.
„გილოცავთ ფურტიოს საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები სასწავლო წლის დასწრებულ ფორმატში გაგრძელებას, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს, მათთვის განსაკუთრებული დღეა. დღეს პირველად შემოაღეს სკოლის კარები, პირველად დასხდნენ მერხებთან და პირველად ჩაერთვენ საგაკვეთილო პროცესში, წარმატებები, წინსვლა და მეტი მოტივაცია ჩვენს მოსწავლეებს“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს