ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელთა საზეიმო განწყობაზე იზრუნეს
05-10-2021
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ.
სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.
სკოლა სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.
საგანმანათლებლო დაწესებულებაში მათი პირველი დღის ამსახველ ფოტოებს სკოლა ავრცელებს.