ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში მონატრებულ მოსწავლეებს საზეიმოდ დახვდნენ
05-10-2021
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით საკლასო ოთახებში განახლდა.

მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სკოლის ადმინისტრაციამ ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა. 

მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში განსაკუთრებულად მოემზადნენ და სკოლის შენობა საზეიმოდ მორთეს

„ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში 4 ოქტომბერს სწავლა სკოლის კედლებში განახლდა. სკოლის ადმინისტრაცია, დირექტორი ქალბატონი მაია ჯიმშელეიშვილი საზეიმოდ დახვდნენ თავიანთ მონატრებულ მოსწავლეებს და დიდად პატივსაცემ პირველკლასელებს“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203