წერეთელის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს
05-10-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

სკოლა სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ასევე, მორთული და მოხარული იყო სკოლის ეზოც.

პირველი დღის ამსახველ ვიდეოებს სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი ავრცელებს.

წერეთელის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი მასწავლებელბს, რომლებიც ამ იდეის ავტორები იყვნენ, მადლობას უხდის. 

„მადლობა ჩემს მასწავლებლებს: ნათია ხარშილაძეს - იდეის ავტორს, ლალი ფაციაშვილს, ტატიანა ქიმაძეს, ლალი ფაციაშვილსა და ეთერ თითბერიძეს“,- წერს სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი. 

იხილეთ ვიდეოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203