„დადგა ნანატრი დღე“- ფერმის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს საზეიმოდ დახვდნენ
05-10-2021
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

სკოლა სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. 

ფერმის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ბედნიერ და წარმატებულ მომავალს უსურვებს.

„აი, დადგა ნანატრი დღე, ფერმის სკოლამ კარი გაუღო და გულში ჩაიხუტა თავისი პირველკლასელები. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ ბავშვებო“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203