შეუბანის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებულად დახვდნენ
05-10-2021
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შეუბანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით საკლასო ოთახებში განახლდა.

მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სკოლის ადმინისტრაციამ ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა. 

მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში განსაკუთრებულად მოემზადნენ და სკოლის შენობა საზეიმოდ მორთეს. 

სკოლაში მისვლა განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელთათვის, რომელთაც პედაგოგები განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით დახვდნენ. 

სკოლის დირექცია პირველკლასელებს სწავლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„შეუბნის საჯარო სკოლა გილოცავთ ყველა პირველკლასელს სასწავლო წლის დაწყებას, წარმატებული და მშვიდობიანი წელი გვინდა გისურვოთ“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203