კულიკამის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა განწყობაზე ანიმატორმა იზრუნა
05-10-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

სკოლა სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. სკოლაში პირველ დღეს მათ განწყობაზე მიკი მაუსის ფორმაში გამოწყობილი ანომატორი ზრუნავდა.

კულიკამის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ბედნიერ და წარმატებულ მომავალს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203