დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელი თანატოლებს სწავლის დაწყებას სვანური ლექსით ულოცავს
05-10-2021

მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის პირველიკლასის მოსწავლე სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის საკლასო ოთახებში დაწყებას, ხოლო თანატოლებს პირველ კლასში შესვლას ულოცავს. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა. 

უკვე პირველიკლასის მოსწავლე ანდრიამ პოეტ გოგუცა ხერგიანის ლექსი წაიკითხა, რომელიც სვანურადაა დაწერილი. 

ლექსი მოსწავლეებზე, მასწავლებლებსა და ზოგადად, სწავლაზეა. მასში საუბარია იაკობ გოგებაშვილის დედაენაზე. ასევე, იმ შრომაზე, რასაც მასწავლებელები მოსწავლის განვითარებას ახმარენ. 

მოსწავლის პირველი დღის ამსახველ ვიდეოს მშობელი ლელა ჩართოლანი ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203