არეშფერანის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს
05-10-2021
დღეს, 5 ოქტომბერს მასწავლებლები პროფესიულ დღეს ზეიმობენ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის დირექცია ყველა მასწავლებელს ულოცავს ამ დღეს და პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას უსურვებს. 

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლა სრულიად საქართველოს პედკოლექტივს ულოცავს მასწავლებლის დღეს. ყველა მასწავლებელს უსურვებს პროფესიულ წინსვლას და წარმატებებს“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. 

ამ დღის მთავარი მიზანი მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდაა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

იუნესკოს თანახმად, მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. თუმცა, მანამდე, 1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შემუშავებულ იქნა რეკომენდაცია „მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“ - ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა მასწავლებელთა შრომის პირობებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203