ძლევიჯვარის საჯარო სკოლაში მონატრებულ მოსწავლეებს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ
05-10-2021
ბესიკ კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის საკლასო ოთახებში განსაახლებლად განსაკუთრებულად მოემზადნენ.
სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.
სკოლა განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. მათი კლასი მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.
სასწავლო პროცესის განახლების ვიდეოს მასწავლებელი თეო ხორბალაძე ავრცელებს.