თბილისის N212 სკოლის დირექტორი მედიკო მირზაშვილი სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას ულოცავს
04-10-2021

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის თბილისის N212 საჯარო სკოლა მოსწავლეებს განსაკუთრებულად მომზადებული შეხვდა. სკოლის ადმინისტრაციამ COVID-19-ის საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, რათა მოსწავლეებმა უსაფრთხო გარემოში ისწავლონ.

სკოლის დირექტორი მედიკო მირზაშვილი სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას ულოცავს:

„ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, სასკოლო საზოგადოებავ, 4 ოქტომბერს, ჩვენს სკოლაში პირისპირ სწავლა განახლდა. სკოლაში დაცულია კოვიდსაწინააღმდეგო რეგულაციები, ყოველ დილით მოსწავლეები გაივლიან თერმოსკრინინგს, დეზობარიერს, სკოლა აღჭურვილია ჰიგიენური საშუალებებით; ასევე უზრუნველყოფილია სასმელი წყლითა და რეზერვუარით. ჩატარდა დეზინფექცია; გათბობის სისტემაც მოწესრიგებულია (დახვდებათ თბილი საკლასო ოთახები). წარმატებასა და ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს“, - აღნიშნულია მედიკო მირზაშვილის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203