„გისურვებთ, ეს წელი იყოს ნაყოფიერი და წარმატებული“- იდუმალის საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეებს სკოლაში დაბრუნებას ულოცავს
04-10-2021

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლა მოსწავლეებს განსაკუთრებულად მომზადებული შეხვდა. სკოლის ადმინისტრაციამ COVID-19-ის საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, რათა მოსწავლეებმა უსაფრთხო გარემოში ისწავლონ.

სკოლის დირექტორი ლალი სოხაძე სასკოლო საზოგადოებას სწავლის სკოლაში განახლებას ულოცავს და მისალოც წერილს ავრცელებს:

„ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, მშობლებო, სკოლის დირექტორებო, გილოცავთ სასწავლო წლის განახლებას სკოლის კედლებში, განსაკუთრებით პირველ კლასელებს გილოცავთ ცოდნის დღეს! ცუდი პერიოდი გვაქვს, მაგრამ ამ პანდემიის პირობებში გისურვებთ, რომ ეს წელი იყოს ნათელი, დატვირთული, ნაყოფიერი და წარმატებული, რათა თითოეულ მოსწავლეს გაუღვივდეს სწავლის დაუძლეველი სურვილი, რომ თითოეულს ყოველდღე ჰქონდეს მრავალი შესანიშნავი მომენტი, დაუვიწყარი ისტორიები და ბედნიერების ნათელი ფერები“, - წერს დირექტორი ლალი სოხაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203