
თბილისის N149 საჯარო სკოლა მოსწავლეებს განსაკუთრებულად მომზადებული შეხვდა. სკოლის ადმინისტრაციამ COVID-19-ის საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, რათა მოსწავლეებმა უსაფრთხო გარემოში ისწავლონ.
სკოლის ადმინისტრაცია პირველკლასელებსა და თითოეულ მასწავლებელს სასწავლო წლის სკოლაში დაწყებას ულოცავს:
„თბილისის N149 საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელს, თითოეულ მასწავლებელს გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! წარმატებულ, საინტერესო და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ“, - წერია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
იხილეთ ფოტო: