თბილისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლე მაკო მაჭავარიანმა „არმანის“ ჩვენება გახსნა
04-10-2021
თბილისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლემ მაკო მაჭავარიანმა მილანში, იტალიური ბრენდის Emporio Armani-ს ჩვენება გახსნა. 

სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლის მიღწევებით და მომავალშიც უამრავ წარმატებას უსურვებს.

„ჩვენი სკოლის მოსწავლემ, მაკო მაჭავარიანმა, მილანში, იტალიური ბრენდის Emporio Armani-ს ჩვენება გახსნა და პოდიუმზე რამდენიმე ნამუშევარი წარადგინა. ჩვენებაზე კიდევ ერთი ქართველი მოდელი – ზინი ქაჯაია გამოვიდა, რომელმაც გასულ სეზონზე მილანის მოდის კვირეული გახსნა. მაკომ და ზინიმ მოდის სახლის 2022 წლის გაზაფხულის Ready to wear კოლექცია წარადგინეს. მაკო მაჭავარიანმა Emporio Armani-ს კოლექციიდან – 3, ხოლო ზინი ქაჯაიამ 1 "ლუქი" მოირგო. წარმატებას ვუსურვებთ ქართველ მოდელებს  და ვამაყობთ მაკო მაჭავარიანის წარმატებით“,- წერს სკოლა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203