თელავის N5 საჯარო სკოლაში რეგულაციებს ზედმიწევნით იცავენ
04-10-2021
თელავის N5 საჯარო სკოლა შრომის ინსპექციის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. კერძოდ, სკოლაში ყველა საჭირო ინვენტარია, რათა სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში წარიმართოს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის შენობაში შესვლამდე მოსწავლეების, თანამშრომლების და ვიზიტორთა თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.

„შენობა აღჭურვილია დისტანციური თერმომეტრებით, დეზობარიერებით, ხელის სადეზინფექციო მოწყობილობებით. ასევე მოწესრიგებულია სველი წერტილები. იმისთვის, რომ სკოლა მოწესრიგდეს სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით, ვიყენებთ დასვენებების პერიოდს. ამავე დროს სკოლის შენობაში შესვლამდე მოსწავლეების, თანამშრომლების და ვიზიტორთა თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. სკოლის მთელ პერიმეტრზე  პირბადით გადაადგილება სავალდებულოა. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება და აქტიურად გაგრძელდეს დასწრებული სასწავლო პროცესი ვიცავთ შემუშავებულ რეგულაციებსა და წესებს“,- წერის სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203