თბილისის N64 საჯარო სკოლამ პირისპირ სწავლება რეგულაციების დაცვით განაახლა
04-10-2021
თბილისის N64 საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ მშობლებს, მოსწავლეებს და კოლეგებს 4 ოქტომბერს სწავლის პირისპირ დაწყების შესახებ ამცნო. სკოლამ აღსაზრდელების უსაფრთხოებისთვის შენობის სრული დეზინფექცია ჩაატარა და ყველანაირი რეგულაციების დაცვით, სწავლა სწავლების პროცესი სასკოლო გარემოში განაახლა:
„ძვირფასო ბავშვებო, კოლეგებო, მშობლებო, დღეს, 4 ოქტომბერს I-XII კლასებისთვის სწავლა დასწრებულ რეჟიმში განახლდა. იმავდროულად, კანონიერ წარმომადგენელს, მშობელს ეძლევა საშუალება არჩევანი გააკეთოს დასწრებულსა და დაუსწრებელ რეჟიმს შორის. დაუსწრებელი არჩევანის შემთხვევაში მშობელი რეგისტრაციას გაივლის მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მითითებულ საიტზე: online.emis.ge
სკოლაში ჩავატარეთ სადეზინფექციო სამუშაოები და სრულიად მომზადებულები დავხვდით ჩვენს პატარებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს