მარადიდის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს რეგულაციების სრული დაცვით შეხვდნენ
04-10-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის საჯარო სკოლა მოსწავლეებს განსაკუთრებულად მომზადებული შეხვდა. სკოლის ადმინისტრაციამ COVID-19-ის საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, რათა მოსწავლეებმა უსაფრთხო გარემოში ისწავლონ.

პედაგოგებმა და სკოლის ადმინისტრაციამ მონატრებულ მოსწავლეებს რეგულაციების დაცვით განსხვავებული დახვედრა მოუწყვეს.

„დღეს ლამაზი, ბედნიერი და ემოციებით დატვირთული დღეა, დავუბრუნდით საკლასო ოთახებს. ვულოცავთ სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით ჩვენს მოსწავლეებს სასწავლო წლის განახლებას; ჯანსაღ, წარმატებულ, სიახლეებით და აღმოჩენებით დატვირთულ წელს გისურვებთ“, - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203