„ველით თქვენგან მწვერვალების დაპყრობას“ - ძველი აბაშის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს საზეიმოდ დახვდნენ
04-10-2021
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი აბაშის საჯარო სკოლა პირველკლასელებს განსაკუთრებულად მომზადებული შეხვდა. სკოლის ადმინისტრაციამ COVID-19-ის საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, რათა მოსწავლეებმა უსაფრთხო გარემოში ისწავლონ.

სკოლის ადმინისტრაციამ პირველკლასელებს სწავლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა:

„გაიცანით ჩვენი სკოლის პირველკლასელები. შეხედეთ ამ ანგელოზებს და ელოდეთ მათგან ყოველგვარ სიკეთეს; ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალნი სავსენი ცნობისმოყვარეობით, ინტერესით და ახლის აღმოჩენის წყურვილით.. გვეიმედებით.. გვიყვარხართ, ველით თქვენგან მწვერვალების დაპყრობას“, - წერია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203