ბუგეულის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა დარახველიძე სასკოლო საზოგადოებას სწავლის საკლასო ოთახებში განახლებას ულოცავს
04-10-2021

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლა მოსწავლეებს განსაკუთრებულად მომზადებული დახვდა. სკოლის ადმინისტრაციამ COVID-19-ის საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, რათა მოსწავლეებმა უსაფრთხო გარემოში ისწავლონ.

სკოლის დირექტორი ნათელა დარახველიძე სასკოლო საზოგადოებას ულოცავს სწავლის საკლასო ოთახებში განახლებას და მისალოც წერილს ავრცელებს:

„ძვირფასო ბავშვებო, მშობლებო, მასწავლებლებო! გილოცავთ სწავლის განახლებას საკლასო ოთახებში! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, საინტერესო და წარმატებულ სასწავლო წელს! განსაკუთრებით ვულოცავ ყველა პირველკლასელს. ნაყოფიერი და ფეხბედნიერი სწავლის დასაწყისი პატარებს“, - წერს ნათელა დარახველიძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203