გოკიოს საჯარო სკოლაში პირველკლასელებს საზეიმოდ დახვდნენ
04-10-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლა პირველკლასელებს განსაკუთრებულად მომზადებული შეხვდა. სკოლის ადმინისტრაციამ COVID-19-ის საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, რათა მოსწავლეებმა უსაფრთხო გარემოში ისწავლონ.

სკოლის დირექტორი გაიანე კურღინიანი მოსწავლეებს საზეიმოდ შეხვდა და კუთვნილი კომპიუტერები გადასცა; დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სკოლის პირველი დღე მიულოცეს და მომავალი წარმატებები უსურვეს.

„პირველი დღე სკოლაში, პირველკლასელების შეხვედრა მასწავლებლებთან და კომპიუტერების დარიგება. ჩვენ გვიხარია, რომ სკოლაში სწავლა დავიწყეთ“, - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203