რაქვთის საჯარო სკოლას კიდევ ერთი უფროსი მასწავლებელი შეემატა
04-10-2021
თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის კვალიფიციურ გუნდს კიდევ ერთი უფროსი მასწავლებელი შეემატა. ბიოლოგიის მასწავლებელმა დალი ბერიძემ, მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.