მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივი“ პირველკლასელების დასახვედრად განსაკუთრებული მონდომებით მოემზადა.
აღსანიშნავია, რომ წელს სკოლას 22 პირველკლასელი ეყოლება.
დღეს სკოლამ უკვე მიიღო პირველკლასელები, თუმცა მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ემზადებოდნენ სკოლაში პატარების მისაღებად.
„ხვალ პირველად შემოაღებთ სკოლის კარებს.
სხიველები გახდებით...
22 პირველკლასელს გაიცნობს ჩვენი სკოლა...
დღეს ნანა მასწავლებელმა თქვენთვის ოთახი მოაწყო.
წიგნები დიდ მისალოც ბარათში შეფუთა და ხვალ ფერად ბუშტებთან ერთად დაგვხდებათ...
წარმატებები დაგაბედოთ უფალმა!..
კიდევ ერთი ახალი ამბავი იწყება ხვალ...
გილოცავთ, კუდრაჭებო და სულმოუთქმელად გელოდებით“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები