„მასწავლებლებმა სკოლის გალამაზებით გამოხატეს ბავშვების მონატრება“- მარნეულის N5 საჯარო სკოლის ეზო პედაგოგებმა მოხატეს 
04-10-2021
მარნეულის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ.

როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მასწავლებლებმა ეზო მოხატეს და მონატრებულ მოსწავლეებს გალამაზებული და ხალისიანი გარემო დაახვედრეს. 

მარნეულის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად, ყველა შესაბამის რეკომენდაციასა და რეგულაციას იცავენ. აღსანიშნავია, რომ სკოლის თანამშრომლების 87% ვაქცინირებულია.

„მასწავლებლებმა სკოლის გალამაზებით გამოხატეს ბავშვების მონატრება, მათთან შეხვედრის სურვილი და მოლოდინი.
გელოდებით ლამაზ და ჯანსაღ გარემოში. აქვე დავძენთ, რომ ჩვენი სკოლის თანამშრომელთა 87% სრულად არის ვაქცინირებული“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203