რუსთავის N21 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს საზეიმოდ დახვდნენ
04-10-2021
რუსთავის N21 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების მაქსიმალურ ზომებს იღებენ. 

სკოლამ უკვე მიიღო მოსწავლეები და პედაგოგები. განსაკუთრებული დახვედრა კი პირველკლასელებს მოუწყვეს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. მათი კლასი ბუშტებით მორთეს, ხოლო კარზე ფერადი სტიკერები მიაკრეს, რომლებზეც პირველკლასელთა სახელები ეწერა.

რუსთავის N21 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად, ყველა შესაბამის რეკომენდაციასა და რეგულაციას იცავენ. სკოლა ავრცელებს შესაბამის ვიდეო ინსტრუქციასაც.

სკოლა ულოცავს სრულიად სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის სკოლის შენობაში განახლებას და მშვიდობიან სასწავლო წელს უსურვებს.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203