
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლა პირველკლასელებს განსაკუთრებულად მომზადებული შეხვდა. პედაგოგები და სკოლის თითოეული თანამშრომელი მოსწავლეებს დიდი სიყვარულით დახვდნენ.
მოსწავლეებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს შესაქმნელად სკოლაში ყველა საჭირო ღონისძიება ჩატარდა.
სკოლის ადმინისტრაცია პირველკლასელებს სწავლის დაწყებას ულოცავს და თითოეულ მათგანს წარმატებას უსურვებს.