თბილისის N191 სკოლის დირექტორი თინათინ ბაქრაძე სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას ულოცავს
04-10-2021

თბილისის N191 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ. სკოლის ადმინისტრაციამ ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად თავდაუზოგავად იშრომა.

დირექტორი თინათინ ბაქრაძე სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას ულოცავს და მისალოც წერილს ავრცელებს:

„ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, მშობლებო გილოცავთ სასკოლო პროცესის განახლებას. ჩვენს პირველკლასელებს დავულოცავ პირველ ნაბიჯებს სკოლაში და ბედნიერ, წარმატებულ, საინტერესო სასკოლო ცხოვრებას ვუსურვებ. მადლობას გიხდით პასუხისმგებლობის სრული გააზრებისა და ორგანიზებულობისათვის. ჯანმრთელობას და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ“, - წერს დირექტორი თინათინ ბაქრაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203