ბოლნისის N2 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
04-10-2021
ბოლნისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ. მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა.
სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებამდე სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
„ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო გაცნობებთ, რომ ბოლნისის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, ასე რომ სკოლაში ჩვენი მოსწავლეებისათვის უსაფრთხო გარემო არის. ამრიგად სწავლა ჩვენი სკოლის კედლებში ჩვეულ რეჟიმში 4 ოქტომბერს დაიწყო. ჯანმრთელობას და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ“, - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს